ფეხბურთი

21:40 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელმა კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟუნიორ დორივალმა კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში 23 ფეხბურთელია, თუმცა სიაში არ არიან კაზემირო, ნეიმარი (ტრავმის გამო), გაბრიელ ჟეზუში, გლეისონ ბრემერი, რობერტო ფირმინო და რიშარლისონი.

დორივალმა არჩევანი შემდეგ 23 ფეხბურთელზე შეაჩერა:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ბენტო (ატლეტიკო პარანაენსე), ედერსონი (მანჩესტერ სიტი)

მცველები: დანილო (იუვენტუსი), იან კოუტუ (ჟირონა), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვენდელი (პორტუ), ლუკას ბერალდო (პსჟ), ედერ მილიტაო (რეალი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ)

ნახევარმცველები: ანდრეს პერეირა (ფულემი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ჟოაო გომესი (ვულვზი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი)

თავდამსხმელები: ენდრიკი (პალმეირასი), ევანილსონი (პორტუ), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), რაფინია (ბარსელონა), როდრიგო (რეალი), სავინიო (ჟირონა), ვინისიუსი (რეალი)

კოპა ამერიკა აშშ-ში გაიმართება და 20 ივნისს დაიწყება, ხოლო ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში კოლუმბიის, კოსტა რიკისა და პარაგვაის ნაკრებებს შეხვდება.

0.117677