„რომას“ თავდამსხმელი პაულო დიბალა სერია A-ს აპრილის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
არგენტინელმა გამოკითხვაში ადემოლა ლუკმენს (ატალანტა), ლუის ალბერტოს (ლაციოს), მატეო პოლიტანოს (ნაპოლი) ჰაკან ჩალჰანოღლუს (ინტერი) და ალბერტ გუდმუნდსონს (ჯენოა) აჯობა.
დიბალამ აპრილში სერია A-ში 5 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში მეორედ მოახერხა თვის MVP-ის ტიტულის მიღება.