ფეხბურთი

1:32 | 10.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კონფერენს ლიგის ფინალში „ოლიმპიაკოსი“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდება

კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „ოლიმპიაკოსი“ და „ასტონ ვილა“ დაუპირისპირდნენ, ბერძნული კლუბის გამარჯვებით 2:0 (ჯამში 6:2) დასრულდა. ამრიგად, „ოლიმპიაკოსი“ ტურნირის ფინალში ითამაშებს, სადაც იტალიურ „ფიორენტინას“ შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირის ფინალი 29 მაისს, საბერძნეთში, ათენში, „აია სოფიას“ სტადიონზე გაიმართება.

ნახევარფინალურ ეტაპზე „ფიორენტინამ“ ბელგიურ „ბრიუგეს“ მოუგო (3:2, 1:1).

შეგახსენებთ, რომ „ფიორენტინა“ ამ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ ითამაშებს. შარშან ინგლისურ „ვესტ ჰემთან“ დამარცხდნენ - 1:2.

„ოლიმპიაკოსის“ გმირი კი ამჯერადაც მაროკოელი აიუბ ელ კააბი გახდა. პირველ მატჩში მან ჰეთ-თრიქი, ამჯერად კი დუბლი შეასრულა. ჯამში ტურნირზე 10 გოლი მოუგროვდა და საუკეთესო ბომბარდირია.

„ოლიმპიაკოსი“ 1971 წლის შემდეგ პირველი ბერძნული კლუბია, რომელიც ევროთასის ფინალში ითამაშებს.

1971 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში „პანათინაიკოსმა“ „აიაქსთან“ 0:2 წააგო.

ოლიმპიაკოსი - ასტონ ვილა 2:0

1:0, 2:0 ელ კააბი (10, 79)

პირველი მატჩი - 4:2

0.121137