„ინტერის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის მთავარ მწვრთნელს, სიმონე ინძაგის შესთავაზოს კონტრაქტის გახანგრძლივება ორი წლით, კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით - წერს La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, მილანური კლუბი ინძაგის ხელფასსაც გაუზრდის და წელიწადში 4,5-5 მილიონი ევროს მაგიერ, 6 მილიონს გადაუხდის.
შეგახსენებთ, რომ ინძაგის მოქმედი კონტრაქტი „ინტერთან“ 2025 წლის ზაფხულში ეწურება. იტალიელი სპეციალისტი „ინტერის" მთავარი მწვრთნელი 2021 წლის ზაფხულიდანაა. მიმდინარე სეზონში მისი ხელმძღვანელობით „ნერაძური“ იტალიის ჩემპიონი გახდა.