„ბარსელონას" ნახევარმცველი გავი გამოჯანმრთელების შუა გზაზეა - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ჩავი მიგელი.
წყაროს თქმით, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა, ის სავარაუდოდ ოქტომბრიდან ნოემბრის ჩათვლით დაუბრუნდება მინდორს. „ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ უკვე იცის, რომ მომავალი სეზონი გავის გარეშე უნდა დაიწყოს.
ის თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. გარდა წინა ჯვარედინი იოგისა, მას მენისკის მოწყვეტაც დაემართა, რაც აღდგენის დროს ახანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნოემბრის მატჩში (3:1) „ბარსელონას“ ნახევარმცველმა მუხლის ჯვარედინი მყესი და გვერდითი მენისკი დაიზიანა.