ინგლისური „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ კონფერენს ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა. შეხვედრა დღეს, 9 მაისს გაიმართება პირეოსში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა ბერძნული კლუბის გამარჯვებით - 4:2 დასრულდა.
„რა თქმა უნდა, გამოცდილება ყოველთვის დაგეხმარებათ, წარმატებული ხართ თუ არა. მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ, ავაშენოთ ახალი გზა. პირველი მატჩი 2:4 წავაგეთ, დაბრუნება გაგვიჭირდება. ჩვენ უნდა ვითამაშოთ და ვიფიქროთ იმაზე, რომ 90 წუთის შემდეგაც გავაგრძელოთ ასპარეზობა.
თამაშის გეგმა, რომელიც გვქონდა, არ გამოვიდა, მაგრამ ველით, რომ ამჯერად უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, რადგან მასპინძლებს უამრავი ქომაგი დაუჭეს მხარს.
ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც წლეულს გადავაწყდებით “, - ციტირებს ემერის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.