მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მიუნხენის „ბაიერნთან" გამარჯვებაზე (2:1) ისაუბრა.
„ეს არის ასრულებული ოცნება. ერთ-ერთმა თანაგუნდელმა უბრალოდ მკითხა: „სეზონის წინ რომ ასეთი რამ მეთქვა, დამიჯერებდი?" სიმართლე რომ ვთქვა, ალბათ არ დავიჯერებდი, უბრალოდ იმიტომ, რომ ბავშვობაში ყოველთვის ფიქრობ, რომ უბრალოდ ითამაშებ და მერე, როცა აქ მოხვალ, ვერ დაიჯერებ რაც ხდება. ცოტა ემოციური გახლავართ და ჯერ კიდევ შოკში ვარ. როგორც ჩანს, ამის გააზრებას მთელი საღამო დასჭირდება.
ამ მატჩის ბედი ჩვენმა ხასიათმა განსაზღვრა. ამ სეზონში ის ხშირად გვშველის. ბევრი უნარიანი და ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ სწორედ ასეთ მატჩებში ჩანს, როცა დამარცხების ან დაქვეითების ზღვარზე ვართ, შემცვლელებიც კარგად ერთვებიან თამაშში და შესანიშნავად ასრულებენ თავიანთ საქმეს, რის წყალობითაც გავიმარჯვეთ“, - ციტირებს ბელინგემის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.
მადრიდელებმა საერთო ჯამში (2:2 და 2:1) მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც 1 ივნისს „უემბლიზე“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდებიან.