მადრიდის „რეალის" 38 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავისი კლუბის გამარჯვებას მიუნხენის „ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში. მადრიდელებმა ანგარიში 88-ე წუთზე გაათანაბრეს, 90+1-ზე კი გამარჯვება მოპოვეს (2:1), რამაც მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალის საგზური მოუტანა. ორივე გოლი 34 წლის თავდამსხმელმა ხოსელუმ გაიტანა.
„ძალიან მიყვარს ეს კლუბი!" - დაწერა მოდრიჩმა მატჩის შემდგომი ფოტოს ქვეშ, რომელზეც მაისურზე მადრიდის „რეალის“ ლოგოს კოცნის.
ხორვატი ნახევარმცველი „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩში 69-ე წუთზე შევიდა მინდორზე. მიმდინარე სეზონში მან კლუბში 42 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, ორი ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შესრულა.