ფეხბურთი

0:10 | 9.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "ვფიქრობ, კვარაცხელიას წასვლა სურს და კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს"

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ბარჯიჯამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისი აზრით, ქართველს კლუბის დატოვება სურს და ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვიჩა „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ჩემი აზრით, მას წასვლა სურს. კვარას საკითხი კერკეტი კაკალია. კლუბმა უნდა შეაფასოს - ახლა გაყიდოს თუ შეინარჩუნოს უკმაყოფილო ფეხბურთელი კონტრაქტის არგანახლების შემთხვევაში“, - თქვა ბარჯიჯამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს და მისი ხელფასი სეზონში მხოლოდ 1.2 მილიონი ევროა, რითაც გუნდში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია.

0.117916