ფეხბურთი

19:25 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "რომას" გამო პორტუგალიის ნაკრებს უარი ვუთხარი და ეს შეცდომა იყო"

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობას ორჯერ სთავაზობდნენ, მაგრამ ორჯერვე უარი უთხრა.

სამაგიეროდ, „განსაკუთრებული“ ახლა ნანობს ძველ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ მესამედ შეთავაზებას აუცილებლად დათანხმდება:

„პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობის შესაძლებლობა ორჯერ მქონდა, მაგრამ ჩემთვის შესაფერისი მომენტი არ იყო. მეორედ გადავწყვიტე, რომ „რომაში“ დავრჩენილიყავი და ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვი. დღეს პორტუგალია დიდი გუნდია, ევროპაში საუკეთესო სამეულში შედის და მსოფლიოში - ხუთეულში.

თუმცა, ძალიან მიბმული ვიყავი „რომაზე“, გულშემატკივრებთან და არ მინდოდა წასვლა. ვფიქრობ, პორტუგალიის ნაკრებიდან ერთ დღეს მესამედაც მექნება შემოთავაზება და დავთანხმდები. იმედია, იმ დროს თაობა ისეთივე ძლიერი იქნება, როგორც ახლანდელი“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს ამჟამად რობერტო მარტინესი უდგას სათავეში. ჟოზე მოურინიო კი, „რომადან“ გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია.

0.113883