ფეხბურთი

11:40 | 8.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტერზიჩი: "ბედნიერი ვარ, რომ ფანებისთვის რაღაცის დაბრუნება შეგვიძლია"

„დორტმუნდის“ მთავარმა მწვრთნელმა ედინ ტერზიჩმა „პარი სენ-ჟერმენთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, გასულ სეზონში დაკარგული ტიტულის (გერმანიის ჩემპიონობა) შემდეგ ახლა ფანებს რაღაც დაუბრუნეს.

„გასულ სეზონში ჩემპიონობა ბოლო ტურში სახლში დავკარგეთ. ბედნიერი ვარ, რომ ახლა შეგვიძლია ფანებს რაღაც დავუბრუნოთ. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებოდით და მივხვდით, რომ შეგვეძლო ვყოფილიყავით გუნდი, რომელიც ყველას გააკვირვებდა და ფინალში გავიდოდა”, - თქვა ტერზიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ორი მატჩის ჯამში 2:0 (1:0, 1:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ გავიდა.

0.115884