ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ ვიქტორ ოსიმენის მომავალზე ისაუბრა. „ნაპოლის“ თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენს „პარი სენ-ჟერმენში“ კარიერის გაგრძელების იდეა დიდად არ ხიბლავს და ურჩევნია ინგლისში ითამაშოს.
როგორც ჯანლუკა დი მარციომ თქვა, ოსიმენი არ არის აღტაცებული საფრანგეთში დაბრუნების პერსპექტივით, სადაც „ლილში“ უკვე თამაშობდა. მართალია, პსჟ-ში თამაში განსხვავებულია, მაგრამ მას ურჩევნია ინგლისში გადავიდეს.
„არსენალი“ და „ჩელსი“ დაინტერესებული არიან და ნიგერიელიც სანამ შესაძლებელი იქნება, მათ დაელოდება. დი მარციომ ისიც თქვა, რომ „ნაპოლის“ ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა „ჩელსის“ უკვე ესაუბრება გარიგების პირობებზე. მათ შორის, განიხილება ფასის დაკლების მიზნით ტრანსფერში რომელუ ლუკაკუს ჩართვაც.
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ისიც თქვა, რომ ოსიმენს ლონდონში ბევრი მეგობარი ჰყავს და როცა თავისუფალი დღე აქვს, იქ ხშირად ჩადის. ასე რომ, აფრიკელი ფეხბურთელის სურვილი ცნობილია.
ვიქტორ ოსიმენის გამოსასყიდი ფასი 130 მილიონი ევროა, მას კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2026 წლამდე აკავშირებს, მაგრამ დიდი ალბათობით, იტალიურ კლუბს დამდეგ ზაფხულს დატოვებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უნდა შეიცვალოს ფედერაცია, შიოს ღირსეულია, რა შუაშია ვინ ვისი ძმაკაცია, შიოს ბიოგრაფიას გადახედეთ და მერე ილაპარაკეთ. შიო უნდა გახდეს პრეზიდენტი. სამარცხვინო კალათბურთის ფედერაციაა გვყავს , რომლებიც აზრზე არ არიან არაფრის. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ამ ზაფხულს ევრობასკეტზე წასვლა მინდოდა და მივედი ფედერაციაში (სული ბარდაგი) , ბილეთები რომელი საიტიდან იყიდებოდა ეგ არ იცოდნენ ,მეტს აღარ გავაგრძელებს .
ცვლილებები საჭიროა მაგრამ არ უნდა მოხდეს სულ ერთიდაიგივე დაპირებები კარგია ოღონდ სკამზე დაჯდომის მერე რატომღაც ივიწყებენ მონიტორინგი ერთგვარი კონტროლი დაპირებულის არ შესრულების შემთხვევაში დატოვოს თანამდებობები არ ვიცი როგორც ცივილურ ქვეყნებშია გაწეროს პირველი 100 დღე ან 6 თვე რას შეცვლის და გააკეთებს არ შეასრულებს და დადოს პირობა რომ ნებაყოფლობით დატოვოს პოსტი.
ყველასი რა მოგახსენოთ, მაგრამ ზაზა რო იბრძვის თავისი ახლობელი კალათბურთელების საქმეში ჩართვით, ეს ფაქტია და უნდა ვთქვა, რომ სამარცხვინო ფაქტია.
ახლა გაახსენდათ ჯიგრებს, რომ პრობლემებია კალათბურთში.
Da guraspauli meramde celia tvlac ameria federaciashi gaaketa rame kalatburtis cinsvlistvis?
სამაგიეროდ გურასპაულს ხო უჭერს მხარს საბონისი და თავისივე ჰაილაითები მერანის შემადგელობაში 1992 წელს? მაგარი დაკა-დაკა იქნება პირდაპირი გაგებით...
ყველა შიოს უჭერს მხარს კალათბურთელები