ტიაგო სილვა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „ჩელსის“ დატოვებს, კარიერას „ფლუმინენსეში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც ბრაზილიელები იტყობინებიან, ტიაგო სილვასთან კონტრაქტი 2026 წლის ბოლომდე გაფორმდა და ის 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ტიაგო სილვა „ჩელსიში“ 2020 წლიდან გამოდიოდა და 151 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „პარი სენ-ჟერმენში“, „მილანში“, „ჟუვენტუდეში“, „პორტუში“, მოსკოვის „დინამოსა“ და „ფლუმინენსეში“. ბრაზილიის ნაკრებში კი, 2008-2022 წლებში 113 მატჩში 7 გოლი გაიტანა.