საქართველოს ნაკრებისა და „კრაკოვიას“ მცველი ოთარ კაკაბაძე პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ქართველი მცველი კონკრეტულად პოლონეთის ჩემპიონატის ვებგვერდმა გამოარჩია, რაც მიმდინარე სეზონში მეორედ მოხდა.
კაკაბაძემ „გურნიკის“ წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (5:0) შესანიშნავად ითამაშა და გოლიც გაიტანა.
ქართველ მცველს ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.