კალათბურთი

16:58 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს
შერმადინის ნეკნის მოტეხილობა აქვს

„ლენოვო ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ესპანური კლუბი იტყობინება.

გიორგიმ ლიგა ენდესას 32-ე ტურში „ბრეოგანთან“ შეხვედრაში დაშავდა - მას ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება, რის გამოც სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდება. სამედიცინო შემოწმებამ ტრავმის სერიოზული დაადასტურა, თუმცა, ზუსტად როდის დაუბრუნდება პარკეტს, ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი შერმადინი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის 17 მატჩში საშუალოდ 12.4 ქულას, 4.6 მოხსნას და 1.7 პასს აგროვებდა, ხოლო ლიგა ენდესაში - 12 ქულას, 5.2 მოხსნას და 1.4 პასს.

„ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას რეგულარული სეზონის ბოლო ორ ტურში „ჟუვენტუტს“ და „მანრესას“ შეხვდება, ხოლო შემდეგ ქართველი ცენტრის გარეშე თამაში პლეი-ოფშიც მოუწევს.

0.115322