ფეხბურთი

15:12 | 7.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის MVP გახდა

გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის 30-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

Laola1-ის ჩატარებულ გამოკითხვაში ქართველმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო - ხმების 36%. მან მარინ ლიუბიჩიჩს (27%), ლეოპოლდ ქუერფელდს (23%), რონივალდოს (11%) და ბენ ბობჟიენს (2%) აჯობა.

ოთარ კიტეიშვილმა 30-ე ტურში „ჰარტბერგთან“ ეფექტური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა (1:1).

ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „შტურმი“ 4 ქულით უსწრებს „ზალცბურგს“, ასე რომ, ოთარ კიტეიშვილი ძალიან ახლოსაა კარიერაში პირველად გახდეს ავსტრიის ჩემპიონი. ქართველს ავსტრიაში თასი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული, ჩემპიონობა კი, ჯერ არ მოუპოვებია.

0.124106