მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას შეუძლია პსჟ-სთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს, იუწყება ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდი.
წყაროს ცნობით, 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს ფეხბურთელი და კლუბი შემდგომი თანამშრომლობის პირობების განხილვას აპირებენ. ამბობენ, რომ იტალიელს პსჟ-ის კაპიტანობა სურს.
დონარუმა პსჟ-ს „მილანიდან“ 2021 წლის ივლისში შეუერთდა თავისუფალი აგენტის სტატუსით. ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
მიმდინარე სეზონში მან 40 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 16-ში „მშრალად“ შეინახა კარი, დანარჩენში კი 36 გოლი გაუშვა.