ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ გრან პრიზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალური შეხვედრა ეგვიპტის წარმომადგენელთან ზიად ელსისთან 13:15 დათმო და ვიცე-ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.
ფინალამდე მისასვლელად სანდრო ბაზაძემ არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა, მათ შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, კორეელი ხმლით მოფარიკავე ბონგილ გუ იყო.
სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ, ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძის სარეიტინგო ქულა 39-ით გაუმჯობესდა, შესაბამისად მსოფლიო რეიტინგში კვლავ პირველ პოზიციას ინარჩუნებს და დამაჯერებლად ლიდერობს. სარეიტინგო ქულის გაუმჯობესებით მან კიდევ უფრო გაიმყარა მსოფლიოს N1 მოფარიკავის პოზიცია და მეორე ადგილოსან ეგვიპტელ მოფარიკავე ზიად ელსისს 38 ქულით უსწრებს.
2022 -2023 წლების რეიტინგის მიხედვით სანდრო ბაზაძე 303 ქულით პირველ ადგილს იკავებდა. 2021-2022 წლებში 175 სარეიტინგო ქულით მეორე ადგილს იკავებდა.