„მეცის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის წითელი ბარათი დიდი ალბათობით გაუქმდება. როგორც L’Equipe იტყობინება, მთავარმა მსაჯმა რუდი ბუკემ შეცდომა აღიარა.
გამოცდილმა არბიტრმა ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტს მიმართა და აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა, შესაბამისად, მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაუქმების დიდი შანსია.
შეგახსენებთ, რომ „რენთან“ მატჩში ბუკემ გიორგი გააძევა, მიუხედავად იმისა, რომ მომენტს მონიტორზეც უყურა და აშკარა იყო, რომ ქართველი ფორვარდი წითელ ბარათს არ იმსახურებდა.
ასე რომ, დიდი შანსია, მიქაუტაძეს დისკვალიფიკაცია მოეხსნას და ლიგა 1-ის დარჩენილ ორ ტურში „სტრასბურსა“ და „პარი სენ-ჟერმენთან“ მოედანზე ვიხილოთ. 23 წლის ფეხბურთელმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.