TNT Argentina იტყობინება, რომ მარსელო ბიელსა ურუგვაის ნაკრებში მოყვარულ ფეხბურთელს, ვალტერ დომინგესს გამოიძახებს.
წყაროს თანახმად, სამოყვარულო კლუბი, ჟუვენტუდ დე სორიანოს“ თავდამსხმელს „სელესტეს“ რიგებში პირველ ივნისს, კოსტა რიკასთან დაგეგმილი ამხანაგური თამაშისთვის გამოიძახებენ.
დომინგესმა მიმდინარე სეზონში 39 თამაში ჩაატარა და 57 გოლის გატანა მოახერხა, რაც შესანიშნავი შედეგია, მაგრამ ეს სამოყვარულო დონეზე მოახერხა.
თუ ის ბიელსასთვის თავის მოწონებას მოახერხებს, შეიძლება კოპა ამერიკაზე ურუგვაის ნაკრების განაცხადშიც მოხვდეს.