ფეხბურთი

13:32 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცი" მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გაუქმებას მოითხოვს

ფრანგული „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის დისკვალიფიკაციის გასაუქმებლად სარჩელს ამზადებს. ამის შესახებ ცნობილი გამოცემა L’Equipe იტყობინება.

წყაროს თანახმად, „მეცის“ ხელმძღვანელობა სადისციპლინო კომიტეტის წინაშე წარდგომას სამშაბათს გეგმავს, რათა ქართველის დისკვალიფიკაცია გაუქმდეს.

მიქაუტაძე „რენთან“ მატჩის მიწურულს მსაჯმა, რუდი ბუკემ საეჭვო ვითარებაში გააძევა, შემდეგ მომენტს VAR-ზეც უყურა, მაგრამ პირვანდელი გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა, რაც გასაკვირია, რადგან გიორგის მხრიდან ისეთი უხეშობა ნამდვილად არ ყოფილა, რაც წითელ ბარათად შეიძლებოდა შეფასებულიყო.

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი, ოთხჯერ საგოლე პასიც გააკეთა. თუ დისკვალიფიკაცია ძალაში დარჩა, ის ბოლოსწინა ტურში, „სტრასბურის“ წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს.

0.114936