ფეხბურთი

1:45 | 6.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სესარ ლუის მენოტი გარდაიცვალა

ლეგენდარული არგენტინელი მწვრთნელი სესარ ლუის მენოტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მენოტი არგენტინას 1974-1983 წლებში ავარჯიშებდა და 1978 წელს სწორედ მან მოაგებინა პირველად მსოფლიოს ჩემპიონატი. ის სხვადასხვა დროს „ბარსელონაში“, „ბოკა ხუნიორსსა“ და „სამპდორიაშიც“ მუშაობდა.

2019-2023 წლებში მენოტი არგენტინის ნაკრების დირექტორიც იყო და კატარში 2022 წლის ტრიუმფის მონაწილეც გახლდათ.

0.115977