ფეხბურთი

15:30 | 5.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ, ახალგაზრდა ფეხბურთელი და ფულიც: "ჩელსის" შეთავაზება "ნაპოლის"

„ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის გადაბირება ლონდონის „ჩელსის“ სურს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

როგორც ის იტყობინება, მხარეებს შორის კონტაქტი უკვე შედგა და ოპერაცია დაახლოებით 90 მილიონი ევრო დაჯდება. ლონდონელები მზად არიან, საფასურის დაკლების მიზნით გარიგებაში რომელუ ლუკაკუ ჩართონ, ამასთან ერთად, კიდევ ერთი, ოღონდ ახალგაზრდა ფეხბურთელი დაუთმონ იტალიურ კლუბს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ოსიმენი ზაფხულში „ნაპოლის“ დატოვებს, მაგრამ სად გააგრძელებს კარიერას, ჯერ უცნობია. „ჩელსის“ გარდა, ნიგერიელ ფორვარდს „პარი სენ-ჟერმენსაც“ უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს და მას შემდეგ 130 მატჩში 75 გოლის გატანა მოახერხა.

0.115335