ფეხბურთი

23:16 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლანდის პოკერმა „სიტის“ „ვულვზი“ გაანადგურებინა

პრემიერლიგის 36-ე ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „მანჩესტერ სიტიმ“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. პოკერი შეასრულა მანჩესტერელთა ნორვეგიელმა შემტევმა, ერლინგ ჰოლანდმა. ერთიც შეცვლაზე შესულმა ხულიან ალვარესმა შეაგდო.

ახლა „სიტიმ“ 82 ქულა მოაგროვა და მეორე ადილზე დგას, ერთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „არსენალს,“ თუმცა თამაშით ნაკლები აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. 36-ე ტური. 4 მაისი: არსენალი - ბორნმუთი 3:0, ბრენტფორდი - ფულემი 0:0, ბარნლი - ნიუკასლი 1:4, შეფილდ იუნაიტედი - ნოტინგემ ფორესტი 1:3, მანჩესტერ სიტი - ვულვერჰემპტონი 5:1

0.114353