“ევერტონის” პარაგვაელი ფეხბურთელი ანტოლინ ალკარაზი კლუბის ოფიციალურ საიტს ტრავმირებული თანაგუნდელის ჯონ სტოუნსის შესახებ ესაუბრა.
“რთულია, როცა ხანგრძლივი დროით ტოვებ მოედანს. გასულ სეზონში გამოვცადე ტრავმისგან გამოწვეული სირთულე. ამ დროს ფეხბურთელს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მძიმე წუთების გავლა უწევს. ჩვენ დავეხმარებით ახალგაზრდა თანაგუნდელს. სტოუნსმა კარიერაში პირველი მძიმე ტრავმა მიიღო და ჩვენი მეგობარი ტრავმის მოშუშებამდე გვერდში დოგმას საჭიროებს.”
“გასულ სეზონში გამოჩნდა “ევერტონში,” ბევრისთვის აღმოჩენა იყო ჯონის კარგი თამაში. როცა იგი მოედანზეა, გუნდისთვის დიდ სამუშაოს ასრულებს. ვფიქრობ ნიჭიერი ფეხბურთელია და კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაში, განვითარების მაღალ საფეხურზე ასვლა შეუძლია.”
ჯონ სტოუნსი 1994 წელს ბარნლიში დაიბადა. ამავე სახელწოდების კლუბში თამაშობდა, როცა რობერტო მარტინესმა გასული სეზონის დასაწყისში “ევერტონში” გადაიყვანა და ძირითად შემადგენლობაშიც ათამაშებდა, რასაც მიმდინარე წელს სტოუნსის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება მოჰყვა. 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 4 მატჩია ეროვნულ გუნდში.