ფეხბურთი

17:30 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

22-წლიანი პაუზის შემდეგ "იფსვიჩ თაუნი" პრემიერლიგაში დაბრუნდა

22-წლიანი პაუზის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგაში „იფსვიჩ თაუნი“ დაბრუნდა. იფსვიჩელებმა ჩემპიონშიფის ბოლო ტურში შინ „ჰადერსფილდი“ 2:0 დაამარცხეს და ელიტის საგზური დიდი ხნის შემდეგ მოიპოვეს.

ამრიგად, ინგლისის პრემიერლიგაში აღზევდნენ „ლესტერი“ (წინა ტურში) და „იფსვიჩი“, ხოლო პლეი-ოფის ოთხი მონაწილეც ცნობილია, სადაც ნახევარფინალური წყვილები ასეთია:

„ლიდსი“ – „ნორვიჩი“ და „ვესტ ბრომვიჩი“ – „საუთჰემპტონი“.

ჩემპიონშიფიდან ლიგა 1-ში გავარდნენ „ბირმინგემი“, „ჰადერსფილდი“ და „როტერჰემი“.

ჩემპიონშიფის ბოლო ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ სტუმრად „მიდლსბროსთან“ 1:3 დამარცხდა, ქართველ ნახევარმცველს კი, ტრავმის გამო არ უთამაშია. „უოტფორდმა“ 56 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა.

0.122098