ფეხბურთი

15:10 | 4.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "იუვენტუსს" უნიკალური დნმ აქვს"

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ ტურინულ კლუბს უნიკალური დნმ აქვს, რომელიც არ უნდა შეიცვალოს.

„რამდენად ვგრძნობ თავს იუვენტინოდ? 10 წელია ტურინში ვცხოვრობ, 8 წელი, როცა „იუვენტუსის“ მწვრთნელი ვარ და ის 2 წელიც, როცა არ ვმუშაობდი. ამ კლუბს უნიკალური დნმ აქვს, რთულად შესაცვლელი. შეიძლება განაახლო, მაგრამ მისი შეცვლა არ შეიძლება და ეს დნმ დაცული უნდა იყოს“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსს“ 2014-2019 წლებში წვრთნიდა, „ბებერ ქალბატონს“ კი 2021 წელს დაუბრუნდა.

0.11455