„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა „ბოლონიასთან“ მატჩის (0:0) შემდეგ ისაუბრა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა.
როგორც ხორვატმა სპეციალისტმა აღნიშნა, ხუთ ისეთი ფეხბურთელის იმედი ჰქონდა, რომელთა იმედი არ უნდა ჰქონოდა, შესაბამისად, შეცდომა დაუშვა. იურიჩს კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.
„ბევრი ფეხბურთელი გვყავს, არა მარტო თავდამსხმელები, რომლებსაც გოლთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ. ჩვეულებრივ, გუნდში მყავს ფლანგის ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ 5-6 გოლის გატანა, მაგრამ ამ სეზონში ამ პოზიციის ფეხბურთელების ანგარიშზე მხოლოდ 1 გოლია. ზოგიერთ ფეხბურთელს თვისებებიდან გამომდინარე შეეძლოთ მეტი გოლის გატანა. თუმცა, მე ვიყავი ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი. ყოველთვის თავდამსხმელმა არ უნდა გააკეთოს ყველაფერი, ეს დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, წელს გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა. უნდა ვთქვა, რომ სეზონის დასაწყისში ფსონი გავაკეთეთ 5-6 ფეხბურთელზე, რაც არ უნდა მე მექნა. იანვარში ეს ფეხბურთელები უნდა გაგვეყიდა, წლის დასაწყისში არასწორი შეფასებები გავაკეთეთ“, - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორინო“ 47 ქულით მეათე ადგილზეა. „გრანატა“ ცოტა გოლს უშვებს (31 – 35 ტურში), მაგრამ ძალიან ცოტაც გააქვს - ასევე 31. „ტორინოს“ რიგებში საბა საზონოვი ირიცხება, რომელმაც ჯერჯერობით, მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა.