საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურში „ბორდომ“ „აიაჩოს“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა, ზურიკო დავითაშვილმა კი ულამაზესი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა 28-ე წუთზე მეკარეს შორეულ კუთხეში ძლიერი და ზუსტი დარტყმით გაუტანა და ანგარიში იმ დროისთვის 2:0 გახადა.
დავითაშვილს საფრანგეთის ლიგა 2-ში ჩატარებულ 35 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, 6-ჯერ კი საგოლე პასი შეასრულა.
"ბორდო“ 47 ქულით მე-12 ადგილზეა და ლიგა 2-ში ადგილი ოფიციალურად შეინარჩუნა, მომდევნო ტურში კი 10 მაისს, სტუმრად „კონკორნოს“ დაუპირისპირდება.