ფეხბურთი

15:14 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა მადრიდის „რეალის" ბაზაზე ტრავმის აღსადგენად ჩავიდა

საუდური „ალ-იტიჰადის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალის“ ბაზაზე ნახეს - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, მადრიდელები 36 წლის ფრანგს ტრავმის აღდგენაში დაეხმარებიან. საუდურმა კლუბმა მადლობა გადაუხადა ესპანელებს დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა „ალ-იტიჰადში“ მადრიდის „რეალიდან“ 2023 წლის ზაფხულში გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070857
სარეკლამო ადგილი - 99
X x X