კალათბურთი

2:06 | 2.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 14 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება "უნიკახასთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახა“ დაძაბულ ბრძოლაში, 87:86 დაამარცხა.

კანარიელებმა რევანში აიღეს, რადგან „უნიკახასთან“ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი განიცადეს.

ამჯერად კი, „ტენერიფემ“ მეტოქეს მძიმე ბრძოლაში ერთი ქულით აჯობა. გამარჯვებაში გიორგი შერმადინმა დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 24 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 7-დან 6 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.

„ლენოვო ტენერიფე“ 20 მოგებით და 11 წაგებით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 5 მაისს, სტუმრად „ბრეოგანს“ დაუპირისპირდება.

0.115961