ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დორტმუნდის „ბორუსიამ“ „პარი სენ-ჟერმენი“ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ფინალისკენ ნაბიჯი გადადგა.
გერმანულმა გუნდმა მეტოქეს პირველ ტაიმში აჯობა, რომლის მიწურულს ნიკლას ფიულკრუგმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ივარგა და ანგარიში გახსნა.
მეორე ნახევარში პსჟ უპირატესობას დაეუფლა, ბევრი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ვერცერთი გამოიყენა. საბოლოოდ, ედინ ტერზიჩის გუნდმა საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა მოიპოვა.
მიმდინარე სეზონში ეს გუნდები მესამედ შეხვდნენ ერთმანეთს და გერმანელებმა პირველად მოიგეს.
საპასუხო შეხვედრა პარიზში, 7 მაისს გაიმართება.
„დორტმუნდი“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 1:0 (1:0)
დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“
„დორტმუნდი“ (4-2-3-1): კობელი; რიერსონი (ვოლფი 87), ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ემრე ჯანი, ზაბიტცერი; ადეიემი (როისი 83), ბრანდტი (ბრანდტი 87), სანჩო; ფიულკრუგი (მუკოკო 90)
მწვრთნელი: ედინ ტერზიჩი
„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, ერნანდესი (ბერალდო 42), მენდესი; ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიან რუისი; დემბელე, მბაპე, ბარკოლა (კოლო მუანი 65)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 1:0 ფიულკრუგი (36)
გაფრთხილება: მაატსენი (19), შლოტერბეკი (73) – ფაბიან რუისი (53)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (4) – 14 (3) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)