ფეხბურთი

18:52 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კიმს ყველა აკრიტიკებს: "მძიმე შეცდომები დაუშვა და დავისაჯეთ"

„ბაიერნის“ მცველი კიმ მინ-ჯე კრიტიკის ობიექტია, როგორც გერმანული მედიის, ისე მიუნხენური გრანდის ფანების მხრიდან.

კიმი ძალიან ხშირად უშვებს შეცდომებს, „რეალთან“ მატჩში კი, ორივე გოლში მთავარი პასუხისმგებელი იყო. მატჩის შემდეგ სამხრეთკორეელის შეცდომებზე თომას ტუხელმაც ღიად ისაუბრა.

„კიმმა ორ ეპიზოდში ზედმეტად იჩქარა. პირველ გოლში, ნაბიჯი ადრე გადადგა და ტონი კროოსის პასი სივრცეში გავიდა, ზედმეტად აგრესიულად იმოქმედა. სამწუხაროდ, მეორე გოლზეც დაუშვა შეცდომა: ხუთი ორის წინააღმდეგ ვიყავით და საჭირო არ იყო როდრიგოს წინააღმდეგ აგრესიულად თავის დაცვა. ეს მძიმე შეცდომები იყო, რისთვისაც დავისაჯეთ, მაგრამ ხდება“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ კიმ მინ-ჯემ შარშან „ნაპოლიში“ დიდებული სეზონი ჩაატარა და „ბაიერნმა“ 50 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, აზიელმა ფეხბურთელმა გერმანიაში მოლოდინი ვერ გაამართლა და ბოლო დროს ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდებოდა. „რეალის“ წინააღმდეგ მატაის დე ლიხტის და დაიო უპამეკანოს ტრავმების გამო კი, მას თამაში მოუწია.

0.115716