ფეხბურთი

18:20 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" "სამგურალი" დაამარცხა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტური წყალტუბოს „სამგურალის“ და „დინამო ბათუმის“ მატჩით დაიწყო, რომელიც სტუმრებმა მოიგეს.

ანდრეი დემჩენკოს გუნდს ბოლო დროს წარუმატებელი შედეგები ჰქონდა და ამჯერადაც გაუჭირდა, მაგრამ გამარჯვება მაინც მოახერხა. 77-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილმა პენალტით 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა.

„დინამო ბათუმმა“ 26 ქულა დააგროვა და „იბერიას“ გაუთანაბრდა, მაგრამ თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ზღვისპირელები მომდევნო ტურში „თელავს“ შეხვდებიან, ხოლო „სამგურალი“ 9 ქულით მერვე ადგილზეა და წინ ფოთის „კოლხეთთან“ თამაში ელოდება.

0.119416