ფეხბურთი

12:10 | 1.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტიბო კურტუა ევრო 2024-ზე არ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს. ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ ბელგიელმა მეკარემ გაავრცელა დეკემბერში და როგორც სიტუაცია არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ კურტუა მალე მოედანზე დაბრუნდება.

ცნობილია, რომ მას ბელგიის ნაკრების მწვრთნელთან, დომენიკო ტედესკოსთან კონფლიქტიც აქვს. ბელგიელთა მწვრთნელმა ამ საკითხზე საკმაოდ მოკლე კომენტარი გააკეთა და გამორიცხა კურტუას ევრო 2024-ზე ყოფნა.

„ამ თემაზე უკვე ყველაფერი ითქვა, არ მინდა პინგ-პონგის თამაში. ჩვენ ორიენტირებული ვართ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ფორმაში არიან“, - განაცხადა ტედესკომ.

0.117582