ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა დიდვარსკვლავმა რონალდომ ბრაზილიური საფეხბურთო კლუბ „კრუზეირუს“ საკონტროლო პაკეტი გაყიდა. ყოფილმა ფორვარდმა კლუბის 90%-იანი წილის სანაცვლოდ 109 მილიონი ევრო მიიღო - წერს ესპანური Marca.
„ვალიადოლიდი შემდეგია", - თქვა რონალდომ „კრუზეირუს“ აქციების გაყიდვისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე.
„კიჭა“ „კრუზეირუს“ მფლობელი 2021 წლის დეკემბერში გახდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ბრაზილიის სერია A-ს დაუბრუნდა და გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა.
2018 წელს რონალდო „ვალიადოლიდის“ მფლობელი გახდა. ესპანური კლუბის 51%-იანი წილი ყოფილ ფეხბურთელს 30 მილიონი ევრო დაუჯდა.