იტალიის სერია A-ს 29-ე ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ სტუმრად „ტორტონა“ 84:77 დაამარცხა, მოედანზე საუკეთესო კი თორნიკე შენგელია იყო.
ქართველმა კალათბურთელმა 26 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, რითაც მატჩის MVP გახდა. თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ 21 მოგებით და 8 წაგებით ლიდერია, რეგულარული სეზონის ბოლო ტურში კი, 5 მაისს, „ტრენტოს“ უმასპინძლებს.