ფეხბურთი

22:48 | 27.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსმა“ და „მილანმა“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

სერია A-ს 34-ე ტურის მატჩში „იუვენტუსმა“ „მილანს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 34 მატჩის შემდეგ, „იუვენტუსმა“ 65 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. „მილანმა“ 70 ქულა დააგროვა და მეორე საფეხურზე დგას.

მიმდინარე სეზონში გუნდები მანამდე მე-9 ტურის მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. იმ დაპირისპირებაში „ბებერმა ქალბატონმა“ 1:0 მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი მანუელ ლოკატელიმ გაიტანა.

0.113227