ძიუდო

20:01 | 26.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

73 კგ წონით კატეგორიაში შავდათუაშვილმა ხორვატი რობერტ კლაჩარი და ფინელი ტურპალ ჯუკაევი დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში რუს დანილ ლავრენტიევთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში წააგო და რეპეშაჟში გადავიდა, სადაც უკვე ბულგარელ მარკ ხრისტოვს აჯობა და ბრინჯაოსთვის იჭიდავა, მისი მეტოქე კი, მოლდოველი ადილ ოსმანოვი იყო, რომელიც დაამარცხა და მედალი მოიპოვა.

შავდათუაშვილისთვის კონკრეტულად ევროპის ჩემპიონატზე ეს იყო მეხუთე მედალი (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ამ ჩამონათვალში ცხადია, გუნდურ შეჯიბრში მოპოვებული მედლები არ შედის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.

0.123007