ბრიტანულმა გამოცემა talksport-მა ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომლებმაც შეიძლება ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შემდეგ შეიძლება კლუბები შეიცვალონ.
სიაში სხვა არაერთ ვარსკვლავთან ერთად, რომელთა შორის კილიან მბაპეცაა, ხვიჩა კვარაცხელიაც შეიყვანეს.
„იტალიაში კვარადონას სახელით ცნობილმა გარემარბმა შარშან სერია A შტურმით აიღო. ამ სეზონშიც ისეთივე პროდუქტიული იყო, როგორც გასულ სეზონში, როცა „ნაპოლიმ“ ტიტული მოიგო, მიუხედავად იმისა, ამჯერად „ნაპოლის“ პრობლემები აქვს. მისი აგენტი ამტკიცებს, რომ ელიტარული კლუბები ფეხბურთელის გარშემო ტრიალებენ და გერმანიაში გასამართ ვარსკვლავური ტურნირის შემდეგ შესაძლოა, ის ვინმემ თავის ნავში გადაიბაროს“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.