მადრიდის „ატლეტიკოს“ გენერალურმა დირექტორმა, მიგელ ანხელ ხილ მარინმა ევროპის სუპერლიგის შექმნაზე ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) შეხვედრაზე ისაუბრა.
„ასეთ შეხვედრებზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ სუპერლიგაზე, მაგრამ ესპანეთის გარეთ სუპერლიგა მკვდარია. რისთვის არის უეფა და ევროპის ლიგები? ისინი იცავენ კონკურენტულ სტრუქტურას. თუ დახურავთ შეჯიბრებებს მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის, ეს ბევრი ადამიანის ოცნებებს გაანადგურებს“, - ციტირებს ხილის სიტყვებს Mundo Deportivo.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ გამოაცხადა ფიფას და უეფას ქმედებები 2021 წელს სუპერლიგის შექმნის აკრძალვის შესახებ. ორგანიზაციებს არ აქვთ მონოპოლია ევროპის საკლუბო შეჯიბრებებზე და სუპერლიგა ოფიციალურად შეიძლება შეიქმნას ევროპული კანონმდებლობით.