„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ხულიან ალვარესმა ბოლო მატჩებში გუნდის თამაში შეაფასა.
„ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კვლავ გავხდეთ ჩემპიონები. შეგვიძლია კიდევ ორი თასის მოგება და ამისთვის სიამოვნებით ვითამაშებთ. რთული კვირა იყო, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე წავაგეთ. მაგრამ წინ კიდევ დიდი ბრძოლებია“, - ციტირებს ალვარესის სიტყვებს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური საიტი.
„მანჩესტერ სიტი“ ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 32 მატჩიდან 73 ქულით მესამე ადგილზეა. თუმცა გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული ლიდერ „არსენალზე.“