მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა განმარტა, თუ როგორ აძლიერებს გუნდს მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თავისებური ხუმრობებით.
„ანჩელოტიმ „მალიორკასთან" მატჩის წინ გვითხრა: „თუ გავიმარჯვებთ, ჩემპიონები გავხდებით". მატჩის შემდეგ აღიარა, რომ მოგვატყუა: „მოგატყუეთ, თუ მომავალ კვირას მოვიგებთ, მაშინ ყველაფერი დამთავრდება", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს COPE.
ამ დროისთვის „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ადგილზეა, „ბარსელონა“ კი 9 ქულით ჩამორჩება.