ფეხბურთი

11:06 | 25.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „ეს „ლივერპულის“ საჩემპიონო რბოლის დასასრულია"

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა და ახლა კი საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერლიგის 29-ე ტურის „ევერტონთან" გადმოტანილ მატჩში მარცხის შემდეგ (0:2) „ლივერპულის" საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა.

„ლივერპულისთვის“ ტიტულისთვის რბოლა დასრულდა. ეს „ევერტონის“ ღამეა, ჩვენ მოგვიწევს დამარცხების მიღება ყოველგვარი ილუზიების გარეშე", - თქვა კარაგერმა Sky Sports-ის ეთერში.

ამ დროისთვის ლივერპულს 74 ქულა დარჩა. კლოპის შეგირდები ინგლისის ჩემპიონატში 34 მატჩის შემდეგ მეორე ადგილზე არიან. 77 ქულით ტურნირს ლონდონის „არსენალი“ 34 მატჩის შემდეგ ლიდერობს. „მანჩესტერ სიტიმ“ ორი თამაში ნაკლები ჩაატარა. ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 73 ქულა აქვს.

0.124451