ავსტრიის ბუნდესლიგაში გრაცის „შტურმმა“ ვენაში, „რაპიდი“ 3:1 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ოთარ კიტეიშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა ნახევარმცველმა 44-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან მარცხენა ფეხით ერთი შეხებით ძალიან ზუსტად დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ოთარი მოედანზე 71-ე წუთამდე იყო.
კიტეიშვილს მიმდინარე სეზონში „შტურმის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 36 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ასევე რვაჯერ საგოლე პასი მიითვალა.
„შტურმი“ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ავსტრიის ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა და 3 ქულით გაასწრო „ზალცბურგს“, რომელიც ამ ტურში „კლაგენფურტთან“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ 3:4 დამარცხდა. სხვათა შორის, მომდევნო ტურში გრაცელები 28 აპრილს, სტუმრად სწორედ „ზალცბურგს“ შეხვდებიან. გარდა ამისა, „შტურმი“ ავსტრიის თასის ფინალშიცაა, სადაც 1-ელ მაისს, ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდება.