ფეხბურთი

20:05 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"რეალს" სავარაუდოდ ბელინგემის ტრანსფერისთვის სოლიდური ბონუსის გადახდაც მოუწევს

მადრიდის „რეალმა“ ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდიდან“ გასულ ზაფხულს 103 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ დიდი ალბათობით, სოლიდური თანხის გადახდა კიდევ მოუწევს.

როგორც As-ი იტყობინება, იმ შემთხვევაში თუ, ბელინგემი ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურში ან FIFA The Best-ის წლის სიმბოლურში მოხვდება, ან ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდება, სადაც 17 გოლით ამჟამად მეორე ადგილზეა და მხოლოდ „ჟირონას“ თავდამსხმელ არტიომ დოვბიკს ჩამორჩება 1 გოლით, გააქტიურდება კონტრაქტში არსებული ბონუსის პუნქტი.

წყაროს თანახმად, ბონუსი 30.9 მილიონ ევროს შეადგენს და შესაბამისად, დიდი შანსია, „სამეფო კლუბს“ გერმანული კლუბისთვის ამ თანხის დამატებით გადახდა მოუწიოს, შესაბამისად, მადრიდელებს ჯუდის ტრანსფერი ჯამში 134 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემს მიმდინარე სეზონში „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი.

0.123195