ფეხბურთი

19:38 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმის" დირექტორი: "გასაგებია, რომ კიტეიშვილს სიახლე სურს, მაგრამ აქ ფანების ფავორიტია"

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა, რომელსაც ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს.

როგორც შიკერმა აღნიშნა, შეთავაზება ოთარს უკვე გაუკეთეს და პასუხს მისგან ელოდებიან.

„ოთარი 28 წლისაა და გასაგებია, რომ შეიძლება რაღაც სიახლე სურდეს. თუმცა, ის გრაცში ფანების ფავორიტია და ამას აფასებს. ჩვენგან შეთავაზება მაგიდაზეა, მაგრამ მასზე ზეწოლას არ ვახდენთ“, - თქვა შიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი „შტურმში“ 2018 წლიდან თამაშობს და დღემდე 179 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.

0.115782