ფეხბურთი

14:48 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

მუნიაინი ზაფხულში „ატლეტიკს“ დატოვებს. ნახევარმცველმა ბასკებში 15 სეზონი ითამაშა

ბილბაოს „ატლეტიკის" ნახევარმცველი იკერ მუნიაინი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს, იუწყება ბასკური კლუბის პრესსამსახური.

აღსანიშნავია, რომ 31 წლის ფეხბურთელმა წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. იკერი „ატლეტიკის“ აღზრდილია. პირველ გუნდში თამაში 2009 წელს დაიწყო. გუნდთან ერთად მუნიაინმა ესპანეთის თასი და ქვეყნის სუპერთასი (ორჯერ) მოიგო. ნახევარმცველს „ატლეტიკთან“ მოქმედი კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება. 2012 წლიდან 2019 წლამდე იკერი ესპანეთის ნაკრებში თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში მუნიაინმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

0.116865