11:49 | 24.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის ნაკრები: დალომ რონალდუზე ისაუბრა

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და პორტუგალიის ნაკრების მცველმა, დიოგო დალომ დიდვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.

„არასდროს დამავიწყდება პირველი მომენტი, როცა მას შევხვდი. რონალდუს წარმოუდგენელი ენერგია აქვს, ის შეპყრობილია გაუმჯობესების სურვილით როგორც სამსახურში, ასევე ცხოვრებაში - სხეულში, გონებაში და ოჯახში“, - ციტირებს დალოს სიტყვებს Cronache di Spogliatoio.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ ყველა ტურნირზე 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 36 გოლი და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა. ის „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე F ჯგუფში პორტუგალიელები საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან.

0.130251