ჭიდაობა

22:36 | 23.04.2024 | ნანახია [] - ჯერ

UWW-მ ფრენკ ჩამიზოს წაგება ძალაში დატოვა

ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ სკანდალურ შეხვედრაზე იმსჯელა, რომელშიც თურან ბაირამოვმა მსაჯების დახმარებით აჯობა იტალიელ ფრენკ ჩამიზოს.

მიუხედავად იმისა, რომ UWW-მ შეცდომები აღიარა, შეხვედრის შედეგი უცვლელი დატოვა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საერთაშორისო ფედერაციის წესდების 53-ე მუხლის მიხედვით, შეხვედრის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული შედეგის შეცვლა შეუძლებელია.

ერთადერთი, რაც ფედერაციამ გააკეთა, ისაა, რომ ბრძოლის მსაჯები მიმდინარე წლის ბოლომდე დისკვალიფიკაციით დასაჯა, ხოლო ჩამიზო სტამბოლის სალიცენზიო ტურნირზე განთესილთა შორის იქნება. ეს არის ერთადერთი შეღავათი, რაც იტალიელს ერგო...

შეგახსენებთ, რომ თურან ბაირამოვმა ბაქოს სალიცენზიო ტურნირზე ჩამიზოს მსაჯის აშკარა დახმარებით სძლია და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.

0.118187